top of page

იზოლდამ ხუთი თვე ეძება თავისი ტყვედჩავარდნილი ჯარისკაცი შვილი, რომელიც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

მურაზი გორის ცენტრში აფეთქდა.

ვალიამ და მისი ვაჟმა დათომ თითქმის მთელი აგვისტო ცხინვალის ციხეში გაატარეს, სადაც დათოს ყოველდღე სცემდნენ.

ნუნუს, ქურთის სასწრაფოს ექიმს, შვიდი აგვისტოს მორიგეობა შუაგულ ომში მოუწია.

აჩაბეთელ ნინოს არასოდეს დაავიწყდება, გამოქცევისას, მის უკან როგორ როგორ იწვოდა მთელი ხეობა.

ომის მსხვერპლებს ათი წლის მერეც არაფერი დავიწყებიათ - ყველა დეტალი ისეთივე მკვეთრია, როგორც მაშინ, როცა თავიანთ სოფლებს ტოვებდნენ.

ახსოვთ თვითმფრინავის ფერი, ჩამოვარდნილი ბომბის ზომა, ღიად დარჩენილი ფანჯრები. ვაშლით სავსე ტილოებგადაფარებული ყუთები. უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები. ყველაფერი.

ომის ამბებს კი დღესაც ზუსტად ისეთივე გაუნელებელი ემოციით ყვებიან, როგორც წლების წინ, იმ საჩივრების წერისას, რომლებიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს. მათი ომი არ დასრულებულა.

LOGO_Tavisupleba_WHITE.png
bottom of page